„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ინსაიდერული ვაჭრობის, ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერი გამჟღავნებისა და ბაზრის მანიპულაციასთან დაკავშირებული წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის N180/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად, გატყობინებთ, რომ შპს „სილქ რიალ ისთეითის“ (ს/კ 404535240) („კომპანია“) 2023 წელს განთავსებული ფასიანი ქაღალდები შეძენილ იქნა უშუალოდ „კომპანიის“ მმრთველობის ორგანოს შემდეგი წევრების მიერ ქვემოთ მითითებული პირობებით:
ა. დევიდ ფრანც ბორგერი (გერმანული პასპორტის ნომერი CH1H623L3), „კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი:
ა.1. 10 ცალი ფასიანი ქაღალდი (ტიპი:ობლიგაცია, ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომრით: GE2700604301) ღირებულება ჯამში 10,000 აშშ დოლარი, განაცხადის გაკეთების თარიღი: 05.04.2023, შეთავაზების დადასტურების თარიღი: 13.04.2023, გარიგების ტიპი: შეძენა, არადაკავშირებული ემიტენტის მიერ თანამშრომლებისათვის აქციების განაწილებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებლასთან ან/და ემიტენტის ფასიანი ქაღალდების დაგირავებასა ან გასესხებასთან, შეძენის თარიღი: 18.04.2023, განთავსების აგენტი: სს სილქ ბანკი;
ა.2. 25 ცალი ფასიანი ქაღალდი,(ტიპი:ობლიგაცია, ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომრით: GE2700604525), ღირებულება ჯამში 10,000 აშშ დოლარი, განაცხადის გაკეთების თარიღი: 04.09.2023, შეთავაზების დადასტურების თარიღი: 07. 09.2023, გარიგების ტიპი: შეძენა, არადაკავშირებული ემიტენტის მიერ თანამშრომლებისათვის აქციების განაწილებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებლასთან ან/და ემიტენტის ფასიანი ქაღალდების დაგირავებასა ან გასესხებასთან, შეძენის თარიღი: 14.09.2023, განთავსების აგენტი: სს სილქ ბანკი;
ბ. მამუკა შურღაია (პ/ნ 01031005379), „კომპანიის“ დირექტორი, 30 ცალი ფასიანი ქაღალდი, (ტიპი:ობლიგაცია, ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომრით: GE2700604301), ღირებულება ჯამში 30,000 აშშ დოლარი, განაცხადის გაკეთების თარიღი: 05.04.2023, შეთავაზების დადასტურების თარიღი: 05.04.2023, გარიგების ტიპი: შეძენა, არადაკავშირებული ემიტენტის მიერ თანამშრომლებისათვის აქციების განაწილებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებლასთან ან/და ემიტენტის ფასიანი ქაღალდების დაგირავებასა ან გასესხებასთან, შეძენის თარიღი: 13.04.2023, განთავსების აგენტი: სს სილქ ბანკი;
გ. ვასილ კენკიშვილი (პ/ნ 01003000807), „კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, 100 ცალი ფასიანი ქაღალდი,(ტიპი:ობლიგაცია, ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომრით: GE2700604301),ღირებულება ჯამში 100,000 აშშ დოლარი, განაცხადის გაკეთების თარიღი: 04.04.2023, შეთავაზების დადასტურების თარიღი: 06.04.2024, გარიგების ტიპი: შეძენა, არადაკავშირებული ემიტენტის მიერ თანამშრომლებისათვის აქციების განაწილებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებლასთან ან/და ემიტენტის ფასიანი ქაღალდების დაგირავებასა ან გასესხებასთან, შეძენის თარიღი: 13.04.2023, განთავსების აგენტი: სს თიბისი კაპიტალი. დღეისთვის ვასილ კენკიშვილის მიერ აღნიშნული ფასიანი ქაღალდები სრულად გასხვისებულია. გასხვისების თარიღი: 03.11.2023